пятница, 25 марта 2016 г.

                                           ხაშური 
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98 






























ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად. 1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი.
1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმააუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.
ხაშური - მლაშე წყლის მარილი. გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილილს მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი.“
ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს, სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო [3]